19:19 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 15:01:13, 773 ნახვა

პოლიტიკა
შვედი დეპუტატი - საქართველოს წინსვლის გზა არის ახალი, სამართლიანი არჩევნები

საქართველოში სიტუაცია გაუარესდა. გუშინ, აღინიშნა დედაქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დაწყებიდან 130-ე დღე. ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძალადობისა და რეპრესიების არნახული გზის მიუხედავად, - ამის შესახებ შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

„ნაცემია ასობით ჟურნალისტი და მომიტინგე და არცერთ პოლიციელი ანგარიშვალდებული არ გამხდარა, რაც არ ტოვებს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ძალადობის უკან“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, საქართველოში საარჩევნო კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები მკაცრად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა ნათლად განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია არსებული კრიზისის მოგვარებამდე. როგორც ჩვენმა ასამბლეამ იანვარში განაცხადა, წინსვლის გზა არის ახალი, სამართლიანი არჩევნები. ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, - აღნიშნა შვედმა დეპუტატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics