16:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 09:47:52, 784 ნახვა

სამართალი
დღეს, მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, 7 აპრილს, 13:00 საათზე, გაიმართება.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

წინა სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ ორი სამართალდამცველის ჩვენება მოისმინა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული კომპანოა BLB -ი და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი: ადვოკატები გიორგი ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი იცავენ.

გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს საპროტესო აქციაზე დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics