21:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 17:08:47, 994 ნახვა

პოლიტიკა
ეკა გიგაური - არასერიოზულია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰგონია, „ღრმა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობს

არასერიოზულია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰგონია, რაღაც „ღრმა ქვეყნისა“ თუ „შიდა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობს - ყველაფერი „ოცნების“ ხელშია, რომ გონს მოეგონ, ნუ შეუყენებენ წყალს საკუთარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ურთიერთობას მხოლოდ იმ ქვეყნებთან ამყარებს, სადაც დემოკრატია და კანონის უზენაესობა არსებობს.

„ეს ადამიანები [„ქართული ოცნების“ წევრები] სპეციალურად არ თარგმნიან ამ ტერმინს - „დიფ სთეითს“, რადგან ეს რომ გადაითარგმნოს აბსურდული იქნება. ისინი „ღრმა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობენ. არასერიოზულია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰგონია, რაღაც „ღრმა ქვეყნისა“ თუ „შიდა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობს.

რაც შეეხება აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობას, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ. ისინი მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობენ. დემოკრატია, კანონის უზენაესობა მათთვის მნიშვნელოვანია. ყველა ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობას ესაუბრება, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო სისტემა იყოს, რომ თავისუფალი არჩევნები ტარდებოდეს, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და ოპონენტებს, მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ერჩოდნენ. ყველაფერი „ოცნების“ ხელშია, რომ გონს მოეგონ, ნუ შეუყენებენ წყალს საკუთარ სახელმწიფოს. ამიტომ, რომელი ადმინისტრაციაც არ უნდა იყოს აშშ-ში, სანამ საქართველოში პრობლემები არ მოგვარდება, მათ მსგავსი დამოკიდებულება ექნებათ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics