02:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 09:29:27, 778 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი ინვესტიციების საკითხებში, კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ი წერს, რომ ეს რუსი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი აშშ-ში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

„ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს ზეწოლას რუსეთსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ“,- განაცხადეს წყაროებმა Reuters-თან საუბარში.

წყაროების ცნობით, უიტკოფმა დმიტრიევი შეერთებულ შტატებში გასულ კვირას მიიწვია. დმიტრიევი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, მისთვის ქვეყანაში მოგზაურობის მოკლევადიანი ნებართვა გაეცა.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ დმიტრიევი, შეიძლება, საკვანძო ფიგურა გახდეს აშშ-რუსეთის ურთიერთობების გამოსწორებაში, რომელიც დონალდ ტრამპის იანვრის ინაუგურაციამდე ყველაზე უარესი იყო ცივი ომის პერიოდის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics