23:42 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 13:58:33, 687 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მამუკა ხაზარაძეს ვერაფრით ათქმევინეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ, ამის მიუხედავად, ის მიმაჩნია პოლიტპატიმრად

მამუკა ხაზარაძეს გუშინ ვერაფრით ათქმევინეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ. ამის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე მიმაჩნია პოლიტპატიმრად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, „რომლებიც უკანონოდ, უსამართლოდ არიან დაკავებული“.

„სპეციალურად მოხდა პროცესების გადაფარვა, ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის და ჩემი პროცესების, რათა ხალხმა არ გაიგოს სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ვერაფრით ათქმევინეს მამუკა ხაზარაძეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ, მე მამუკა ხაზარაძე მიმაჩნია პოლიტპატიმრად. პოლიტიკური დევნაა, რაც მის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხდება. ისევე როგორც, მინდა, სოლიდარობა გამოვხატო იმ ბიჭებისა და ქალბატონების მიმართ, რომლებიც უკანონოდ, უსამართლოდ ჰყავთ დაკავებული, პოლიტიკური დევნის ქვეშ იმყოფებიან და პოლიტიკური პატიმრები არიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას სააკაშვილმა აღნიშნა, „თუ ვინმე ამბობს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ეს მის სინდისსა და რეპუტაციაზე უნდა იყოს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics