|
2025-04-01 14:04:06, 664 ნახვა
პოლიტიკა
პროკურატურაში მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
თბილისის პროკურატურაში „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. ის რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმს გაეცნო, რის შემდეგაც, პროკურატურაში გადაინაცვლა. ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა. ის გამოკითხვაზე “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაიბარეს. თუმცა, აღნიშნულზე უარის თქმის შემდეგ, ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხეს. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)