|
2025-04-01 13:09:38, 518 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ხაზარაძეზე - მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს
„როდესაც ხარ მართალი ადამიანი, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმეს მხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პროკურატურაში პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მამუკა ხაზარაძეს არ აქვს სურვილი, საზოგადოებამ დაინახოს, თუ რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში. „როდესაც ხარ მართალი ადამიანი, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმეს მხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს და, რა თქმა უნდა, გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ამ ადამიანმა კარგად იცის თავისი წარსული, რა აქვს გაკეთებული - მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. შესაბამისად, არ აქვს სურვილი, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რას აკეთებდა და რა კონკრეტული მისია ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)