|
2025-04-01 10:44:09, 739 ნახვა
პოლიტიკა
დავით არახამია - უკრაინაში არანაირი არჩევნები არ მზადდება
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. არახამიამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ მსგავს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა. „არანაირი არჩევნები არ მზადდება, არანაირი მზადება არ მიმდინარეობს. საპარლამენტო პარტიები და ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ. პრინციპში, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა", - აღნიშნა არახამიამ. ცნობისთვის, გამოცემა The Economist-მა 30 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნები უკრაინაში, შესაძლოა, ივლისში ჩატარდეს და რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)