|
2025-04-01 09:09:44, 636 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება
ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმა გამარჯვებისკენ შემდეგი ნაბიჯია. „წინააღმდეგობის პლატფორმა აღიარებს და მხარს დაუჭერს „ქართული ქარტიის“ პრინციპებს - სამოქმედო გეგმას დემოკრატიის აღდგენისა და საქართველოს მართებული ევროპული გზის დასაცავად. წინააღმდეგობის პლატფორმა გამარჯვებისკენ შემდეგი ნაბიჯია. გაერთიანებული ფრონტი. მკაფიო სტრატეგია. თავისუფლებისადმი ურყევი ვალდებულება. ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, „ხალხი არასდროს დანებდება“. „31 მარტი დამოუკიდებლობის დღეა და არა სასოწარკვეთის. რეჟიმს სურს, რომ იმედი დაკარგოთ, მაგრამ საქართველო მტკიცედ დგას. ბრძოლა გრძელდება - გამარჯვებამდე“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)