|
2025-03-31 21:16:47, 930 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა
ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, ხალხსა და ოპოზიციას შორის ხიდები ჩატყდეს და მოხდეს მათი დაშორიშორება, თუმცა პროტესტი პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პროცესში პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული. „დღეს ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნავად შევიკრიბებით, ხოლო ჩემი აზრით, ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა, სადაც ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს. ადამიანები, რომლებიც 3 თვეზე მეტია დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე. დაკვეთა უნდა მომდინარეობდეს ხალხისგან და საზოგადოებისგან. ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების სტიგმატიზაციის მცდელობა, ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სახალხო პროტესტი იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თვითორგანიზებული, პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული და გაერთიანებული ხალხთან ერთად. ხიდების ჩატეხა და პოლიტიკოსებისა და ხალხის დაშორიშორება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და სუს-ს აწყობს. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ გაერთიანებისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)