|
2025-03-31 15:26:50, 878 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ცინიზმით უნდა შეფასდეს 31 მარტს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა
ცინიზმით უნდა შეფასდეს 31 მარტს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, რომელსაც არანაირი მსგავსება არ აქვს პატრიოტული, დამოუკიდებელი ქვეყნისათვის მებრძოლი ადამიანის იმიჯთან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი გამოეხმაურა დღეს საღამოსთვის რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას, რომლის მონაწილეებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვით მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „პოლიტიკურად მრავალასპექტიანია პერიოდი, როდესაც ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ არცერთ ასპექტში ის არ ემთხვევა არც სალომე ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, და არც მიხეილ სააკაშვილის ხედვებს. საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული 31 მარტი აბსოლუტურად განსხვავებულია დღევანდელი პოლიტიკურ ლიდერებად წოდებული ადამიანების ხედვების, პრინციპებისაგან. აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა მიმართულებით, საერთაშორისო პოლიტიკური ხედვებითა და დამოკიდებულებით. პატრიოტული შინაარსი დაკარგულია ამ პერიპეტიებში, რომლებსაც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრება ჰქვია. რასაკვირველია, ერთი მხრივ, სიღრმისეული ანალიზია გასაკეთებელი, მეორე მხრივ, ცინიზმით უნდა შეფასდეს 31 მარტს სააკაშვილის პორტრეტით გამოსვლის მცდელობა. მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილის, რომელსაც არანაირი მსგავსება არ აქვს პატრიოტული, დამოუკიდებელი ქვეყნისათვის მებრძოლი ადამიანის იმიჯთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)