|
2025-03-31 11:40:55, 617 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დღეს, 31 მარტს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ – საქართველოს არჩევანი თავისუფლებაა!
"დღეს, 31 მარტს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ – საქართველოს არჩევანი თავისუფლებაა! 34 წლის წინ, ამ დღეს, ქართველმა ხალხმა ერთხმად თქვა: დიახ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა! ეს იყო არჩევანი ღირსების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ეს იყო გამარჯვება, რომელიც ერთიანობით მოვიპოვეთ! დღეს, 34 წლის შემდეგ, ისევ იგივე ძალები ცდილობენ ჩვენი არჩევანის რევიზიას. ისევ უნდათ, რომ საქართველო მარტო დარჩეს, დასუსტდეს, კორუფციაში, სიღარიბეში და ქაოსში ჩაიძიროს. ისევ ცდილობენ ძალადობით და რეპრესიებით საქართველოს შეჩერებას. მაგრამ ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის! ჩვენი მომავალი უსაფრთხო, ძლიერი, განვითარებული, დაცული და ერთიანი საქართველოა! საქართველო ამ ბრძოლას ისევ იგებს! რადგან საქართველო ისევ ერთად დგას! რადგან თავისუფლება არასდროს მარცხდება! დღეს, 31 მარტს, გავიდეთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და გამარჯვების რწმენა! გავაგონოთ ყველას – საქართველო არასდროს დაუბრუნდება წარსულს! ჩვენ წინ მივდივართ – გამარჯვებისკენ! გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს საქართველოს!"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)