|
2025-03-31 11:24:06, 887 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ის მდგომარეობა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. „საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მომავალშიც. დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი გაფრთხილება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ეს არის ის მდგომარეობა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომელთაც ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მივაგოთ პატივი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეწირნენ ომებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)