|
2025-03-31 10:44:03, 854 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - დღეს, 31 მარტს, მოვაწყოთ ახალი რეფერენდუმი და ვაჩვენოთ ვისია საქართველო!
"მტერი არ ჩერდება! ნუ შევხედავთ წულუკიანის „ღალატის კომისიას" როგორც უბრალო ცირკს – ეს გაცილებით საშიშია!" - ამ განცხადებას პაატა მანჯგალაძე აკეთებს. "ის ისტორიის გადაწერას და თავისუფლებისთვის მებრძოლების გატეხვას ცდილობს! რეჟიმი აყალბებს წარსულს, რათა გაამართლოს ღალატი და გატეხოს წინააღმდეგობა. ისინი ცდილობენ, სიცრუე ბევრჯერ გამეორებით „სიმართლედ" აქციონ ! დღეს ქოცების „ღალატის კომისია" გვიმტკიცებს:
რისთვის?
ვის ინტერესს ემსახურება ეს? - რუსეთის! და ქოცების კომისიაც მთელი მონდომებით ამტკიცებს მტრის ვერსიას! თუ ხვალ ეს კომისია „დაადგენს", რომ მტერი მოკავშირეა და ნამდვილი მოკავშირე – მტერი, მაშინ ლოგიკური მოცემულობა იქნება ყაველაშვილი 9 მაისს პუტინთან ერთად დადგეს. საზოგადოება ამ დროს სხვადასხვანაირად რეაგირებს: ზოგი ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება. ზოგი მიიჩნევს, რომ „ბიძინა ნაცებს სჯის" და დუმს. ზოგი ხვდება სიმართლეს, მაგრამ ჩუმდება. ვიღაცა მხოლოდ ოჯახში საუბრობს, მაგრამ საჯაროდ ვერ ბედავს. ზოგი მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობს. მაგრამ არიან ნამდვილი პატრიოტები – ისინი, ვინც დღეს საქართველოში იბრძვიან! საქართველოს ბედი მათ ხელშია! რუსეთმაც და ივანიშვილმაც იციან, რომ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ჩვენ არ გვაქვს დათმობის უფლება! თუ დავთმობთ, დავკარგავთ მომავალს! დღეს, 31 მარტს, მოვაწყოთ ახალი რეფერენდუმი და ვაჩვენოთ ვისია საქართველო! არა ღალატს! არა ქოცობას! გამარჯვება საქართველოს!" - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)