|
2025-03-30 16:04:16, 1000 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვამბობ, რომ 9 მაისს, ყაველაშვილი მოსკოვში ჩასვლას აპირებს
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის თქმით, სანდო წყაროებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 2025 წლის 9 მაისს, მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმზე დასწრებას გეგმავს. "სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვამბობ: 2025 წლის 9 მაისს ე.წ. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვში ჩასვლას და სამხედრო აღლუმზე პუტინის გვერდით დგომას აპირებს! სანაცვლოდ, ქოცებმა ამ ერთ თვეში უნდა გააუქმონ ნაციონალური მოძრაობა (ეს მინიმუმ), სამუდამო სასჯელი უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა, უნდა “ვაღიაროთ” 2008 წლის ომის დანაშაული, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ანწუხელიძის მკვლელებს. ახალი საპროტესტო ტალღის უახლოესი ამოცანა ამ ღალატის ჩაშლა უნდა გახდეს! იმედი მაქვს ხვალ სცენაზე მოვისმენ სალომე ზურაბიშვილის პოზიციის ცვლილებას 2008 წლის ომზე და განვითარებულ სიტუაციაზე, თუ არადა, ჩემთვის საქმე სხვანაირად იქნება. სახელმწიფო ხომ დაკარგული გვაქვს, ახლა ქვეყანასაც ვკარგავთ!" - წერს ლევან სანიკიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)