11:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 10:40:50, 1185 ნახვა

სხვადასხვა
შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 86 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ჯარისკაცებმა, ფიცის დადების შემდეგ, საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს.

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ჯარისკაცები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღებენ მონაწილეობას და უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics