07:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 13:32:05, 753 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - უკრაინის მმართველობა განისაზღვრება უკრაინელი ხალხით და კონსტიტუციით

უკრაინის მმართველობა განისაზღვრება ხალხით და კონსტიტუციით, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღებას ეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს გარე მმართველობის შემოღების შესაძლებლობას, რაც გზას გაუხსნის ლეგიტიმურ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ეს კი მათთან შეთანხმებას უშედეგოს ხდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics