|
2025-03-27 11:55:25, 608 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ჯაფარიძე და ხაზარაძე საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, გამოცხადდებოდნენ გამოკითხვაზე
ეჭვი მეპარებოდა, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოკითხვაზე გამოცხადდებოდნენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის წინ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევდათ, პასუხები კი არ ექნებოდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, გამოცხადდებოდნენ და კითხვებზე პასუხებს გასცემდნენ. „ბანკი „კოსტანტას“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ თემები იყო გახმაურებული. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველაფერი ვიცით. ეჭვი მეპარებოდა, რომ გამოკითხვაზე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოცხადდებოდნენ, რადგან უკვე საქართველოს მოსახლეობის წინ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევდათ და პასუხები არ ექნებოდათ. უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავ, მაგრამ ისინი თავის სიმართლეში დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, გამოცხადება და კითხვებზე პასუხების გაცემა იქნებოდა უკეთესი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)