|
2025-03-26 18:17:41, 881 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს სუვერენული არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი
მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს, ასევე წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაიზინგერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, დიალოგის გარეშე თანამშრომლობის გაგრძელება ძალიან რთულია. „საქართველოს სუვერენული არჩევანია ისიც, რომ იყოს ევროკავშირის ნაწილი. სწორედ ეს არჩევანი დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, რაც აუცილებელია როგორც ევროკავშირის გაფართოებისთვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დიალოგის გარეშე ძალიან რთულია თანამშრომლობის გაგრძელება. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს და ასევე წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც. მადლობას მოგახსენებთ სხვადასხვა საკითხზე თქვენი მოსაზრებების გაზიარებისთვის. აუცილებელია, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილებები და გზები, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპულ სივრცეში, რაც მომავალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ვიმყოფებით ვენაში, სადაც მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაა განლაგებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და ჩვენ გარშემო არსებული პრობლემებისა თუ კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებისას, ვიმოქმედოთ მათ შესაბამისად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)