|
2025-03-26 17:56:23, 791 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ზურაბიშვილს ლატვიაში შეიძლება 1-2 ბოთლი არაყიც აჩუქონ
ზურაბიშვილს ერთადერთი მოვუწოდოთ, ლატვიაში გაარკვიოს, როგორ მიაღწია ლატვიამ რუსული არყის გაყიდვებში ხუთეულში მოხვედრას - მოიკითხოს, შეიძლება 1-2 ბოთლი არაყიც აჩუქონ , - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლატვიაში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ბალტიის და სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ისინი "იბრძვიან იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში ომის ხარჯზე თვითონ მშვიდობა შეინარჩუნონ". "ზურაბიშვილს ერთადერთი მოვუწოდოთ, ლატვიაში გაარკვიოს, როგორ მიაღწია ლატვიამ რუსული არყის გაყიდვებში ხუთეულში შესვლას. მოიკითხოს, შეიძლება 1-2 ბოთლი არაყიც აჩუქონ. საერთაშორისო შეფასებებში, ლატვია რუსეთთან ურთიერთობაში და ვაჭრობაში, რუსული არყის ყიდვაში ხუთეულში მოხვდა მსოფლიოში და ჩვენ გვეუბნება, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ და არა თუ ვაჭრობა არ გვქონდეს, სამხედრო კონფლიქტში შევიდეთ. ეს იქნება ზურაბიშვილის მხრიდან ჩატარებული დიდი მისია. ბალტიის ქვეყნები რომ იბრძვიან იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში ომის ხარჯზე თვითონ მშვიდობა შეინარჩუნონ, ოფიციალურად განაცხადეს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)