|
2025-03-26 13:46:13, 584 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - კახა კალაძე გეოპოლიტიკის განხილვას შეეშვას და გვიპასუხოს, თუ რატომ არ აკეთებს საჯარო სივრცეების უსაფრთხოების აუდიტს
კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მთაწმინდის პარკში მომხდარ ტრაგედიას საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება. ,,2022 წლის 4 ნოემბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ჩვენმა პარტიამ - ,,პარტია ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ქ. თბილისის საკრებულოში წარვადგინეთ უსაფრთხოების აუდიტის შესახებ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა ქ.თბილისის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სივრცეების შემოწმებას. ქ.თბილისის საკრებულომ ჩვენი ინიციატივა არ განიხილა. გუშინ, მთაწმინდის პარკში მორიგ უნიათობას და მორიგ მიუხედაობას ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე - რას იზამთ ახლა? რას შვებით? ამ თემებზე გვიპასუხეთ და გაეშვით გეოპოლიტიკის განხილვას, მაინც არ არის ეგ თქვენი საქმე. კახა კალაძე გეოპოლიტიკის განხილვას შეეშვას და გვიპასუხოს, თუ რატომ არ აკეთებს საჯარო სივრცეების უსაფრთხოების აუდიტს“, - წერს ანა დოლიძე. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)