|
2025-03-26 12:57:03, 942 ნახვა
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - საქართველო, დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს
საქართველო დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გერმანიამ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა იმ ქართველ პირებს, რომლებსაც ჩვენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობას ვანიჭებთ“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა. ელჩის თქმით, დასანქცირებული პირების ვინაობის გასაჯაროებას გერმანიაში მოქმედი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონები კრძალავს. პეტერ ფიშერმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „საქართველოს 2023 წლის დეკემბრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს. ევროკავშირმა ეს სტატუსი საქართველოს მიანიჭა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის შეიძლება გასცეს. თქვენ ეს მოწვევა გაქვთ, მაგრამ გასული ივნისიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ მუშაობა შეჩერებულია, რადგან საქართველო, დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ასე რომ, თქვენ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გაქვთ, მაგრამ ახლა არაფერი ხდება“, - აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა. ამასთან, კითხვაზე, თუ ვის ენიჭება პასუხისმგებლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ელჩმა უპასუხა, რომ „საქართველოს მთავრობას. ყოველთვის კანდიდატი ქვეყნის მთავრობას, სხვა რამ შეუძლებელია“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)