|
2025-03-18 18:00:07, 735 ნახვა
პოლიტიკა
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ოპოზიციასთან შეხვედრა სასარგებლო იყო, რომ გამეგო, მათი აზრით, რა ხდება საქართველოში
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხედვებისა და ინფორმაციის მოხდა. ლანდსბერგისის თქმით, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული გზისადმი პირადი ერთგულების ჩვენება სურდა, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. “ახალი ფუნქცია მაქვს, ლიეტუვის ოფიციალური პირი აღარ ვარ, ასე რომ, საქართველოს თავისუფლებისთვისა და საქართველოს ევროპული გზისადმი ჩემი პირადი ერთგულება მინდოდა მეჩვენებინა. ეს ჩემთვის პირადად არის მნიშვნელოვანი. მიხარია, რომ ოპოზიცია თანახმა იყო შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობაზე არ ვარ, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ეს სასარგებლო იყო იმ მხრივ, რომ გამეგო მათი აზრით, რა ხდება საქართველოში, რა არის მათი მიმართულება და დასავლეთისგან რის გაკეთებას მოელიან. ჩემი ძირითადი დანიშნულება აქ არის - როგორც იცით, საკმაოდ კარგი გრძნობა მაქვს იმაზე, თუ რას ველოდოთ ბრიუსელისგან, რას ველოდოთ დასავლეთისგან”, - განაცხადა ლანდსბერგისმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ბრიუსელისგან და დასავლეთისგან მოლოდინებში კონკრეტულად რას გულისხმობს, ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ “ბევრს არაფერს”. “ვგულისხმობ იმას, თუ რა პრაქტიკული ზომები შეიძლება მიიღოს ბრიუსელმა, თუ ეს იყო თქვენი კითხვა. ანუ რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადადგას ბრიუსელმა და რას ველოდოთ. ასე რომ, მოლოდინების გასაზომად - რა არის მოსალოდნელი და რისი მიღწევაა შესაძლებელი. ცვლილებები ხდება - გერმანია ახალ მთავრობას ელის. როგორ მივუდგეთ ამას, რისი მოლოდინი შეიძლება ბალტიის ქვეყნებისგან, და ასე შემდეგ. ძირითადად ეს ხედვებისა და ინფორმაციის გაცვლა იყო”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)