16:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 18:01:06, 479 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ პაპავა: ერთადერთი გამოსავალია, რომ პროცედურა დასრულდეს

„გამოსავალი ერთია, მოქმედება კანონისა და წესდების ფარგლებში“, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპავა ამბობს, რომ კანონიდან გამომდინარე პროცედურა უნდა დასრულდეს.

მისივე განმარტებით, პროცედურის დასრულების მექანიზმია ის, რომ თუ გიორგი გაფრინდაშვილი მოხსნის კანდიდატურას, მაშინ საკითხი აკადემიურ საბჭოზე გადაინაცვლებს და მას ექნება უფლება ახალი კონკურსი გამოაცხადოს. 

თუმცა, თუ კი გაფრინდაშვილი კანდიდატურას არ მოხსნის სენატის სხდომა უნდა შედგეს და მიიღოს გადაწყვეტილება.

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, მას ბოლო პერიოდში გიორგი გიორგი გაფრინდაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„გამოსავალი ერთია, მოქმედება კანონისა და წესების ფარგლებში. სხვა გზა არაა.  არანაირი შეხება გაფრინდაშვილთან ბოლო ხანებში არ მქონია. სენატის გადასაწყვეტია მოვლენ თუ არა სენატის წევრები, თუ მოვლენ და ჩათვლიან, რომ უნდა შეხვდნენ რექტორს.  მე აქ ვარ და დაველაპარაკები. უნივერსიტეტის მხრიდან ყოველთვის არის მზაობა იმისათვის, რომ იყოს ავტონომიური და მაქსიმალურად დამოუკიდებელი. წესებიდან და კანონიდან გამომდინარე პროცედურა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხება , პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოთხოვნას, პაპავას თქმით, არჩევნები აუცილებლად გამჭვირვალე იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics