22:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 13:17:16, 685 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. პროცესს ბრალდებული ექიმიც ესწრება, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განიხილავს.

როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განაცხადა, გიორგი ახობაძე ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, კერძოდ კი, საუბარია ნარკოტიკულ საშუალებაზე alpha-PVP. პროკურატურა ექიმის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

ბრალდების მხარეს ამ პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. როგორც სხდომაზე ადვოკატებმა განაცხადეს, გიორგი ახობაძეს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, ხოლო ნარკოტიკი, რომლის შეძენა-შენახვასაც მას ედავებიან, ჩაუდეს.

ადვოკატების თქმით, გიორგი ახობაძე არის უკანონო პატიმარი და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ახობაძის დანაშაულზე მიუთითებს.

რაც შეეხება ჩხრეკის ოქმს, ადვოკატების თქმით, ოქმი გაყალბებულია, შესაბამისად, ის არის დაუშვებელი მტკიცებულება და ამაში სასამართლოც დარწმუნდება.

ადვოკატების განმარტებითვე, ბრალდების მხარის ერთადერთი მტკიცებულება დნმ-ია, რაც მყარი მტკიცებულება არ არის, რადგანაც, მათივე ინფორმაციით, გიორგი ახობაძის ნიმუშების დატანა ხელოვნურად მოხდა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics