|
2025-03-17 21:08:29, 703 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კანონის ნორმები ზოგადად ონლაინ მედიაზე არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე გავრცელდება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი გავრცელდება მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. რაც შეეხება ონლაინ მედიას, როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის ნორმები მათზე არ გავრცელდება. „მაუწყებლობის შესახებ კანონი, ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვითრეგულირებაში და კონკრეტულ მედია საშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება, ახლა ეს ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისას გადაეცემა. ასევე, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, ამა საკითხთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებული იყო ჟურნალისტების კორპუსის მიერ, ბრიტანული სტანდარტი, ასევე გავრცელდეს, მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. დღეს აქტუალური იყო კითხვა: გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად? - არა. ონლაინ მედიაზე ზოგადად, არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)