|
2025-03-17 14:19:04, 587 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აცრცელებს. ამ დროისთვის, საზოგადოებისთვის უცნობია შეხვედრის თემა შეგახსენებთ, რობინ დანიგანი 14 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და „აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა“. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით კი, ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, „რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)