|
2025-03-17 12:59:14, 471 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა
სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას. მისი თქმით, „ევროკავშირის ბიუროკრატიამ საკუთარი საცეცები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სხვადასხვა ქვეყნებში არა იმ ქვეყნის, ევროკავშირის და ევროპული ინტერესებისთვის, არამედ „დიფ სთეითის“ და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის იბრძვიან, უნდა დაასრულოს“. „სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს. რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატიას, უკვე დროა ამ ბიუროკრატიამ საკუთარი საცეცები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სხვადასხვა ქვეყნებში არა იმ ქვეყნის, ევროკავშირის და ევროპული ინტერესებისთვის, არამედ „დიფ სთეითის“ და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის იბრძვიან, დაასრულოს. ამ ყველაფრის მაგალითი აიღოს აშშ-სგან და იმ პროგრესული იდეებისგან, რომელიც ევროპას მოეწოდება ვაშინგტონიდან იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ეს აღვირახსნილი ჩარევის მცდელობა საბოლოოდ აღიკვეთოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)