|
2025-03-17 11:33:13, 513 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - „რადიო თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმას“ ახლა ორივეს პანაშვიდებს უხდიან
„რადიო თავისუფლებისგან“ და „ამერიკის ხმისგან“ არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მიდის და ახლა უკვე პანაშვიდებს უხდიან „რადიო თავისუფლებასაც“ და „ამერიკის ხმასაც“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც აცხადებდა, რომ ასევე „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არის“. „შაჰინის განცხადებაც გვახსოვს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არისო და ახლა უკან, პოლიტიკიდან საერთოდ თავად წავიდა. ასე ხდება, როცა უსამართლოდ იქცევი და განცხადებებს აკეთებ. ერთი კვირის წინ ინიციატორებს „მეგობარი აქტი“ თავზე გადაახიეს. შეუძლიათ, ასეთი სახის დოკუმენტები გადაკეცონ და არქივში შეინახონ, რაც იმაში გამოადგებათ, როგორი არ უნდა იყოს „მეგობარი აქტი“ სხვა ქვეყნების მიმართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)