|
2025-03-15 10:52:02, 841 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სარდლობა - საჰაერო დარტყმის შედეგად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი ლიკვიდირებულია
საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „13 მარტს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა, ერაყის სადაზვერვო და უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობით, ერაყის პროვინცია ალ ანბარში ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) რიგით მეორე ლიდერი და გლობალური ოპერაციების მეთაური, აბდალა მაკი მუსლი ალ-რიფაი, მეტსახელად „აბუ ხადიჯა“ დაიღუპა“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. „დღეს ერაყში ISIS-ის გაქცეული ლიდერი მოკლეს. ჩვენი მამაცი მებრძოლები მასზე განუწყვეტლივ ნადირობდნენ. მისი უბედური ცხოვრება, ISIS-ის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ერაყის მთავრობასა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობასთან კოორდინაციით დასრულდა. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)