|
2025-03-14 17:27:06, 627 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ კოალიციებს ინდივიდუალურად ხვდება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და კოალიციები მეხუთე პრეზიდენტთან იდნივიდუალურ შეხვედრებს მართავენ. ახლა ზურაბიშვილი ყველას მოსაზრებას ისმენს - ვის როგორ წარმოუდგენია ერთობა, გზა ახალი არჩენებისკენ, პოლიტიკური პატიმრებისს ციხეებიდან დახსნა და საერთო ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ. ამ შეხვედრების და საუბრების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი, წესით, 31 მარტის საღამოს უნდა გახდეს. უკვე ერთი საათია პრეზიდენტს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხვდებიან. შეხვედრაზე შესვლამდე მათ თქვეს, რომ არ იციან, რატომ გადაწყვიტა ზურაბიშვილმა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრები ინდივიდუალურად გაემართა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს სტუდენტებს და სამოქალაქო აქტივისტებსაც შეხვდება. ევროპული მომავლის მცველები ფიქრობენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახლა სწორედ საზოგადოებრივი პროტესტია.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)