02:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 14:13:15, 698 ნახვა

საზოგადოება
ერთ წელიწადში, რეადმისიით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 4173 პირზე გაიცა

 

ერთ წელიწადში, რეადმისიით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 4173 პირზე გაიცა.

უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ, 2024 წელს რეადმისიის სულ 4196 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 23-ზე გაიცა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 2 537 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (700); საბერძნეთი (200); შვეიცარია (148); იტალია (91); პოლონეთი (90); ირლანდია (66); ესპანეთი (58); ბელგია (48); დიდი ბრიტანეთი (42); ავსტრია (38); ჰოლანდია (37); შვედეთი (25).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics