23:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 18:34:56, 884 ნახვა

სამართალი
ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლო პროცესზე შეყვარებულს ხელი სთხოვა

სინდისის პატიმარმა, ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლო პროცესზე შეყვარებულს ხელი სთხოვა -  ახალგაზრდა ქალმა მიმინოშვილს ცოლობაზე თანხმობა განუცხადა. 

"მოკითხვები ყველას, პირველ რიგში ჩემს ოჯახს. მინდა იცოდეთ, მე კარგად ვარ, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენგამო გამოდიან გარეთ და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ. ამ განვლილი 3 თვის მანძილზე მიფიქრია ადამიანების ფასეულობებზე და იმაზე, რომ ჩემ გარშემო როგორი ადამიანები მყავს, მივხვდი, რომ საუკეთესო ხალხია, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, რადგან სულ გვერდში მიდგანან. დედა მიყვარხარ, ლიზა მიყვარხარ, ნინი, ცოლად გამომყვები?"- თქვა ირაკლი მიმინოშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics