18:20 - 04 Jul, 2026
|
2025-03-12 16:27:11, 465 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - დღეს რუსებთან კონტაქტი გვექნება
დღეს რუსებთან კონტაქტი გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მარკო რუბიოს განცხადებით, იმედი აქვს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ აშშ რუსეთისგან დადებით პასუხს მიიღებს. „თუ რუსეთი უარს იტყვის, მაშინ ამით ძალიან ბევრს გავიგებთ. ბურთი ნამდვილად მათ მოედანზეა. ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, - განაცხადა მარკო რუბიომ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას „მომავალი თავდასხმებისგან თავის დასაცავად საკმარისი შემაკავებელი საშუალება“ სჭირდება. რუბიოს ცნობით, გუშინ, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)