00:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 14:19:54, 875 ნახვა

სამართალი
მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, თუმცა მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მან პატიმრობა გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა მზია ამაღლობელს.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს გაიმართა. ახალდანიშნულმა მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics