|
2025-03-10 11:39:26, 515 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე - დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი
კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ - კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს - აქედან გამომდინარე, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს „კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ-კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს. აქ ჩართულია მოსყიდვა, დაშინება, ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და სხვა მანიპულაციების მექანიზმები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)