17:43 - 07 Jul, 2026
|
2025-03-08 22:02:38, 792 ნახვა
პოლიტიკა
ქალებმა რუსთაველზე მარში გამართეს, პარლამენტის წინ კი გისოსები დაწვეს
ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ქალები საქართველოში საპროტესტო მარშებით ხვდებიან. საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება ქალების მსვლელობა. რამდენიმე წუთში ქალების მარშის მონაწილეები, რომლებმაც რესპუბლიკის მოედანზე სიმბოლურად "გისოსები" მიიტანეს, რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებიან. მარშის მონაწილეებმა პარლამენტის წინ სიმბოლურად ადგილზე მიტანილი გისოსები დაწვეს. „მადლობა გმირი შვილების დედებს”, “ყველგან მილიცია, არსად სამართალი”, “ „გეშინოდეთ ხალხის ძალის” - სკანდირებენ ქალები. ამ წუთებში დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია - პროტესტის 101-ე დღესაც მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)