|
2025-03-07 23:37:04, 651 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მე 100 დღეს რუსთაველზე ათასობით ადამიანი გამოვიდა - ვიდეო
რუსთაველის გამზირზე პროტესტის მეასე დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ფერადი პიტარდები აანთეს შეძახილებით, "ძირს ოლიგარქია". „ყველგან პოლიცია, არასად სამართალი". აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან ისევ პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ დაიძრა. ჩაიკეტა ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებიც, სადაც აქციის მონაწილეები სხვადასხვა შეძახილებით გადაადგილდებოდნენ. "ექსპრესნიუსის" კორესპონდნტის ცნობით, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციელებმა აქციის მონაწილე არასრულწლოვნებს აგინეს, რასაც აქციის სხვა მონაწილეთა დაპირისპირება მოჰყვა. მსოფლიო ბანმა, რომელიც პროტესტის მეასე დღესაც ქუჩაში დგას, რუსთაველის გამზირიდან მიმართა სინდისის პატიმრებს და უთხრა, რომ ყოველი პროტესტის დღე მათ ვაჟკაცობას და გამძლეობას ეძღვნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)