|
2025-03-07 22:52:10, 713 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩაზე და პარლამენტის უკან გადაინაცვლა - ვიდეო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან წამოსული მარშები საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ, სადაც მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩაზე ავიდნენ და პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსდნენ. აქციაზე ისმის მოწოდებები "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" " არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა" "ცეცხლი ოლიგარქიას". "ექსპრესნიუსის" კორესპონდნტის ცნობით, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციელებმა აქციის მონაწილე არასრულწლოვნებს აგინეს, რასაც აქციის სხვა მონაწილეთა დაპირისპირება მოჰყვა. საზოგადოება კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე უკანონოდ დაკავებულების ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ამ მოთხოვნებს მოქალაქეები უკვე 100 დღეა უწყვეტად აჟღერებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)