16:27 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 18:18:38, 515 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ენეგეტიკული პროექტები განიხილეს

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა შეხვედრისას ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. 

რომელმაც ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა შეაფასა. როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.

„ორი ქვეყნის პრეზიდენტმა რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები განიხილეს, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ დაძაბულობამ ნეგატიური გავლენა არ ჰპოვოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის, არამედ სავაჭრო პარტნიორობის მიმართულებითაც. მხარეებმა ენერგეტიკული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ მთლიანად ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნვეყლოფს. გიორგი მარგველაშვილმა და ილჰამ ალიევმა საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილეს ისეთ სატრანსპორტო პროექტზე, როგორიც არის აბრეშუმის გზა და Lapis lazuli-ის პროექტი“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics