04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 21:53:08, 871 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, აქციის მონაწილეებს დედების მარსიც შეუერთდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

 
Დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია. Უკვე 96-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, უცვლელი მოთხოვნებით, მოქალაქეები მოითხოვენ დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც აქციების დროს დააკავა პოლიციამ. აქციის მონაწილეებს ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობით “დედების მარში”  შეუერთდა. 

აქციაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც “დედების მარშში” მიიღო მონაწილეობა. 

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, “სოლიდარობა დედებს”, „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები”, 

Პარალელურად უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics