|
2025-03-01 14:37:00, 761 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - 2008 წელს რა მოგვიტანა ომმა, კარგად გვახსოვს - დღესაც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, მისივე შეფასებით, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მასა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრას ეხება. „მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, მუდმივად ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟება. პირდაპირ ვიტყვი, არ მოვერიდები, მუდმივად მიმდინარეობდა მუქარები კაბინეტებში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ასევე, მუქარები, თუ ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებოდით. ის განცხადებები, რასაც დღეს ვისმენთ და რასაც ვისმენდით გუშინ საქართველოსთან მიმართებით, თითქოს ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის და ასე შემდეგ, უამრავი ცრუ განცხადება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ამ მავნე ძალებს არ მივეცით საშუალება, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის იქნებოდა დამაზიანებელი - ეკონომიკურად ჩამოვიშლებოდით, ხოლო მეორე ფრონტის გახსნა რას ნიშნავს, მგონი, ყველასთვის ცხადია. 2008 წელს, რა მივიღეთ და რა მოგვიტანა ომმა, ყველას კარგად გვახსოვს, ჯერაც ვერ მოგვიშუშებია ჭრილობები. დღესაც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები. ეს ისევ ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, გუშინ გააკეთეს განცხადებები და ვინც პირდაპირ ომს ემხრობა. ამით უდიდეს სარგებელს იღებენ კონკრეტული ადამიანები“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა: „მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში“.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)