|
2025-03-01 10:04:58, 627 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - სანქციების დაწესებას მთელი სამყარო ითხოვდა და არავის გაჰკვირვებია, რომ საქართველოსაც ვიღაცამ უთხრა, ასევე მოიქეცითო
რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას მთელი სამყარო ითხოვდა და არავის გაჰკვირვებია, საქართველოსაც ვიღაცამ უთხრა, რომ თქვენც ასე მოიქეცითო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც შალვა პაპუაშვილი წერს: „2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო“. „აქამდე საუბარი იმაზე იყო, როგორ გვითრევდნენ ომში, ცეცხლის გახსნას როგორ ითხოვდნენ. თურმე, სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ. ამის შესახებ მთელ სამყაროში საჯაროდ ამბობდნენ და ეს ვინმეს პაპუაშვილისთვის რომ ეთქვა, გასაკვირი რატომ არის? – ხელისუფლება მეორე ფრონტის გახსნას ისე განმარტავს, როგორც არცერთ ლექსიკონში აქამდე არ წამიკითხავს. ეს რა კავშირშია იმასთან, რასაც ადრე გვაწვდიდნენ, როგორც ომში ჩათრევის მცდელობას. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელზეც იმ პერიოდში ძაღლი და კატა საუბრობდა – ვიღაც სანქციას აწესებდა, ვიღაც – არა. ვინმეს საქართველოსთვის რომ ერჩია, შენც ასე მოიქეციო, ამაში რა არის გასაკვირი? რომ არ დაგვეწესებინა, რით იმუქრებოდნენ, ამის მოსმენა უფრო საინტერესო იქნებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)