22:03 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 18:46:12, 731 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე წულაძე - გერმანიის მხრიდან თანამშრომლობის შეჩერება არ ეხება სტუდენტთა და კვლევითი პროგრამების განაგრძობას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, ეხმაურება გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებებთან.

წულაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე, მათ შორის, არც Erasmus+-ისა და DAAD-ის პროგრამებზე.

„ხაზგასმით მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირადად მას ეს განცხადება გამაოგნებელი აღმოჩნდა, და რომ მოგვიანებით უფრო დეტალურად ისაუბრებს იმ პოლიტიკურ მიზნებზე და ინტერესებზე, რომლებიც მისი შეფასებით, ამ ნაბიჯს უკავშირდება.

მინისტრმა პირობა დადო, რომ მომავალი თანამშრომლობის საკითხზე განაგრძობს მუშაობას და ამასთანავე, ყველა აქტიური საერთაშორისო პროგრამა გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics