03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 11:01:11, 651 ნახვა

სამართალი
ძალადობის ფაქტზე, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილეს

გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, სამართალდამცავმა, სტუმრად ყოფნისას, დაზარალებულ მამაკაცს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება ხელის არეში. შემდგომში, ავტომანქანაში ბრალდებულმა დაზარალებულს ჩანთა დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მას სხეულზე დაზიანება მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გამოძიება აწარმოა. გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, მოპოვებული იქნა ელექტრონული ინფორმაცია და დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით სამართალდამცავს, ბრალდება ძალადობის ორი ეპიზოდისთვის წარედგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics