03:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 18:12:10, 807 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატი - მზია ამაღლობელი ისევ „ვივამედშია“ პენიტენციურს არ გადაჰყავს

 „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ  „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, რომ დღეს ამაღლობელი ისევ „ვივამედიში“ ნახა თუმცა არ იცის მიზეზი რატომ არ გადაყავთ პენიტენციურ დაწესებულებაში.

„მზია ამაღლობელი ისევ „ვივამედშია“, „ვივამედში“ ვნახე. არ ვიცი, რა ხდება, ექიმების მიერ გაწერილია, თვითონ ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს“, - აღნიშნა ჯუბა ქათამაძემ.

ცნობისთვის, საია-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ იგეგმებოდა მზია ამაღლობელის „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics