|
2016-03-10 09:59:19, 417 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი მოიხსნას
“არ გამოვრიცხავთ, რომ მიმდინარე წელს შეიძლება სავიზო რეჟიმი მოიხსნას რუსეთთან”, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 16 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიგორი კარასინს შეხვდება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილება, თუ როგორ მუშაობს გამარტივებული სავიზო რეჟიმი. “ რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიხალე არ არის. კარასინთან გვექნება საუბარი ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, გავივლით, ვნახავთ როგორ მუშაობს ეს სავიზო რეჟიმი, არის თუ არა რაიმე პრობლემები და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე არის გასაკეთებელი ამ თვალსაზრისით, შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დრის წესრიგი, იქ ვსაუბრობთ ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო საკითხებზე, ჰუმანიტარულ გარკვეულ პრობლემებს ვაგვარებთ, ამ თვალსაზრისითაც, იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაღაც შედეგით ჩამოვალთ”, - განაცხადა აბაშიძემ. კითხვაზე, ხო მარ ელოდება ქართული მხარე რუსეთისგან გარკვეულ ახალ წინადადებებს სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, აბაშიძემ განაცხადა, რომ არა. აბაშიძე არ გამორიცხავს, მიმდინარე წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი მოიხსნას. “სავიზო რეჟიმი მართლაც მნიშვნელოვნად გამარტივდა. ბოლო ორი თვეა მოქმედებს საკმაოდ გამარტივებული სავიზო რეჟიმი და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ წელს შეიძლება საერთოდ მოიხსნას ეს სავიზო რეჟიმი, ვინაიდან ამის შესახებ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი. ვნახოთ, შევხედოთ როგორ მუშაობას ეს სავიზო რეჟიმი, რამდენად მოუხსნა ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები და ა.შ.”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)