|
2025-02-26 13:04:33, 390 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მნიშვნელოვანი ეტაპი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაა
ახალი არჩევნები ეს არის საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებას ჟურნალისტებს აღნიშნა. მისივე თქმით, ახალ არჩევნებთან ერთად, მნიშვნელოვანია რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაც. „ახალი არაფერი არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილს. ახალი არჩევნები ეს არის საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ამიტომ, ეს არის ის, რაზეც არა მხოლოდ ის, არამედ საუბრობს ყველა ადამიანი, რომელსაც აწუხებს საქართველოში იმ რეჟიმის არსებობა, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები არის აუცილებელი დღეს საქართველოში. რაც შეეხება ქართულ ქარტიას, „ქართული ქარტია“ არის პრინციპები, რომელიც აერთიანებს საქართველოს ევროპერსპექტივას. ეს არის რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს არის საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პრინციპები, რაც ქარტიაშია, მნიშვნელოვანია, რომ გაზიარებულია თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, 10 მარტს გამოაცხადებს. სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, კობა ჩაგუნავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, საქმეზე დართული ვიდეოჩანაწერის იმგვარი მოცემულობა წარადგინოს, რომელიც სასამართლოს სრულ სურათს აჩვენებს, ვინაიდან უწყების მიერ მოტანილ მასალას გარკვეულ მონაკვეთზე ხმა არ ჰქონდა. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ხალხის ის ოდენობა არ იყო, რაც ჭავჭავაძის გამზირის სავალ ნაწილს გადაკეტავდა. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებითვე, ვიდეომასალა არსებობს, თუ როგორ შეექმნათ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა, თუ როგორ შევიდა ხატია დეკანოიძე კონფლიქტში მოქალაქეებთან, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და მოუწოდებდა, სხვა გზით წასულიყო. ხატია დეკანოიძის ადვოკატის ირაკლი აბესაძის განმარტებით კი, საქმე აბსურდული და უშინაარსოა. აბესაძის თქმითვე, უდაბლესი სტანდარტით უდგება შსს მოქალაქეებს და ამ უდაბლეს სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს ის მტკიცებულება, რაც უწყებას აქვს წარმოდგენილი.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)