|
2025-02-24 16:52:04, 418 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ყველა ეს კანონი თავისი შინაარსით და დანიშნულებით არის რუსული კანონი
ეს არალეგიტიმური ორგანო ერთპარტიულია. ვხედავთ, რომ გამწარებული და გამალებული იღებს, თითხნის რაღაც კანონებს, რათა საქართველოში საბოლოოდ გაანადგუროს თავისუფალი სივრცე, თუმცა ამას არანაირი შანსი არ აქვს, რაიმე შედეგი გამოიღოს,- ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. საუბარია „მედიის შესახებ“ კანონზე, „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმანზე და ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანაზე, ასევე „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელსაც „სამშობლოს ღალატის“ მუხლი ემატება. სალომე სამადაშვილის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს, რადგანაც ყველა მათგანი თავისი შინაარსით არის რუსული. „პირველ რიგში, არცერთ კანონს, რომელსაც იღებს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი საერთაშორისო აღიარება, უნდა ითქვას, რომ ვერანაირი იურიდიული ძალა ვერ ექნება. ყველა კანონი, რასაც დაამტკიცებენ, თავისი შინაარსით არის არალეგიტიმური. ეს არალეგიტიმური ორგანო ერთპარტიულია. ვხედავთ,რომ გამწარებული და გამალებული იღებს, თითხნის რაღაც კანონებს, რათა საქართველოში საბოლოოდ გაანადგუროს თავისუფალი სივრცე, თუმცა ამას არანაირი შანსი არ აქვს, რაიმე შედეგი გამოიღოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, საზოგადოება ძალიან მყარად ამბობს, რომ ის ირჩევს ამ ქვეყნის თავისუფალ, ევროპულ მომავალს. ამიტომ, რას დაარქმევენ ამას, „ამერიკულ კანონს“, „ბრიტანულ კანონს“ თუ სხვას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ეს კანონი თავისი შინაარსით და დანიშნულებით არის რუსული კანონი, რუსეთში დაწერილი ინსტრუქცია, რომელსაც დღეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ასრულებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)