23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 13:17:43, 536 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - რასაც ეს ხალხი დღეს ჩადის, პირდაპირ არის მცდელობა, საქართველოში შექმნან ანტიამერიკული განწყობები

ქართველი რადიკალები არიან სრულიად დემორალიზებული, საბოლოოდ დამარცხებული და ის, რასაც ეს ხალხი დღეს ჩადის, პირდაპირ არის მცდელობა, საქართველოში შექმნან ანტიამერიკული განწყობები, - ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა შეკითხვას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებს შეეხებოდა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაცხადდა დონალდ ტრამპის და თეთრი სახლის ოფიციალური საგარეო პოლიტიკა, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ანტიამერიკულ განცხადებებს ერთიმეორეზე მიყოლებით აკეთებენ.

„ქართველი რადიკალები არიან სრულიად დემორალიზებული, საბოლოოდ დამარცხებული და ის, რასაც ეს ხალხი დღეს ჩადის, პირდაპირ არის მცდელობა, საქართველოში შექმნან ანტიამერიკული განწყობები. ისინი ლანძღავენ ქვეყნის პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს]. თვე-ნახევრის წინ იყო დრო, როდესაც ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ, გამოსულიყვნენ ეკრანებზე და საზოგადოებისთვის ეუწყათ თუ როგორ ახლო ურთიერთობებში არიან პრეზიდენტ ტრამპთან. ინაუგურაციის დროს ადგილებს ინაწილებდნენ, როცა მათი წარმოდგენით, შეერთებულ შტატებში დაპატიჟეს. ჯერ ერთი, არავის დაუპატიჟებია და მეორეც, როდესაც გაცხადდა დონალდ ტრამპის და თეთრი სახლის ოფიციალური საგარეო პოლიტიკა, ეს ანტიქართველები საქართველოში ანტიამერიკულ განცხადებებს ერთიმეორეზე მიყოლებით აკეთებენ - ლანძღავენ აშშ-ის პრეზიდენტს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არ იშურებენ უშვერ სიტყვებს და ავლენენ საკუთარი თავს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics